|
2025-01-10 10:52:21, 516 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - თუ გათავისუფლება არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს შევთავაზებთ გირაოსაც
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის გარეშე სასამართლო დარბაზიდან არ გათავისუფლდება, სასამართლოს შესთავაზებენ გირაოს სანაცვლოს გათავისუფლებაზე მსჯელობასაც. თუმცა, ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის ნაცვლად "კიდევ ერთი დიდი სპექტაკლის" მოლოდინი აქვს. "სავარაუდოდ, პროკურატურას ექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით დარჩეს ისევ პატიმრობა, რაც იქნება, რა თქმა უნდა, სრულიად დაუსაბუთებელი და სრული აბსურდი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენ ვხედავთ უკვე თვეზე მეტია გასული და არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ აქვს ჩატარებული პროკურატურას და არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში იმისა, რომ არათუ რაიმე ბრალეულობა არის სახეზე, არამედ რაიმე ეჭვი მაინც გაჩნდეს, რომ შესაძლოა ამ ადამიანებს, კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძეს, რაიმე ისეთი სახის მოქმედება ჰქონდეს გაკეთებული, რის გამოც ციხეში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვინაიდან არ არის არანაირი საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გაგრძელდეს. თუმცა, სავარაუდოდ, შევთავაზებთ სასამართლოს, რომ გირაოს სახითაც... თავად განსაზღვროს გირაოს ოდენობაც და თუ ჩვენი პირველი მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დარბაზიდან აღკვეთის გარეშე არ დაკმაყოფილდება, შემდეგ უკვე იმსჯელოს გირაოს ნაწილზეც. რაც შეეხება მოლოდინებს, სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობებით, რა თქმა უნდა უნდა, გათავისუფლდეს, თუმცა იმის გამო, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი სპექტაკლი, რომლის მთავარი მონაწილე ინელება ანდრო ჭიჭინაძე, ვარაუდის და დაშვების საფუძვლებს მაინც გვაძლევს გარეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ ეს საქმე არ დაწყებულა სამართლებრივი ინტერესით, მთავარი ინტერესი პოლიტიკურია და მთავარი ინტერესია, რომ ანდრო როგორც სამაგალითო პიროვნება სამაგალითო დაისაჯოს." - ამბობს ჭიჭინაძის ადვოკატი.
თეთრმა სახლმა უარყო ჭორები რამდენიმე ქვეყნის ევროკავშირიდან „განშორების“ გეგმების შესახებ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენება გაართულა, რამაც შეიძლება ორბანის სასარგებლოდ იმოქმედოს
ყაველაშვილი: ნაყიდი აგენტები არიან, ნახირივით დააყენებენ და ერთხმად ალაპარაკებენ იქიდან გამოგზავნილ ტექსტს
ზელენსკი: ფენომენალურია, რამდენს იხდის პუტინი მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ომი არ დაასრულოს
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)