18:15 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 10:25:37, 581 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა.

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 6880-ზე მეტი მოსწავლე.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics