|
2025-01-10 09:59:45, 478 ნახვა
პოლიტიკა
ლორა თორნტონი - რუსეთის გარდა საქართველოს არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანიც ერეოდნენ. „ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ... ირანის გავლენა [საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ] რეგიონში გარკვეული პერიოდია, არსებობს. მე ვიცოდი ამის შესახებ - ვიცოდი, რომ ისინი [ირანის ხელისუფლება] მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ. რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას, არის ის, რომ ასევე იყო [ირანისგან] აქტიური ჩართულობა „ქართული ოცნების“ კამპანიის დასახმარებლად. ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)