11:15 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:34:13, 424 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე „ოცნების“ მიერ საგამოიძებო კომისიის შექმნაზე - მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერებაა

ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება - რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება - ასე ეხმაურება ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი ხატია დეკანოიძე ''ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლითაც "ოცნება" 2003-12 წლების თანამდებობის პირების საქმიანობაზე საგამოძიებო კომისიას ქმნის

,,რეჟიმს წინა ხელისუფლების “შემსწავლელი” საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოუცხადებია.

ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეიზნფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება - რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება.

პროპაგანდაც ასე მუშაობს: არარეალისტური, ბანალური სტატუს-კვოს, მიმდინარე ბოროტების არსთან შემგუებლობის ნორმალიზება და ყურადღების გადატანის მცდელობა.

ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პროტესტით და პოლიტიკური ხედვებით - რეჟიმის შემდეგ რა იქნება საქართველოს გამოწვევები უსაფრთხოების, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით. რა იქნება ჩვენი ახალი საზოგადოების მთავარი საყრდენები და როგორ გავაძლიერებთ ქვეყანას ყველა მინართულებით.

ეს არის პოლიტიკური პროცესის მთავარი არსი დღეს, პროტესტის პარარელურად" - აცხადებს დეკანოიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics