|
2025-01-09 15:14:44, 358 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად დამატებით ვადას აძლევს
ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადები გაუხანგრძლივა. 31 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, სტაციონალურ დაწესებულებებს სერტიფიკატის წარდგენა 2025 წლის 1 მაისამდე ევალებათ, ხოლო ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, პროგრამის დატოვება მოუწევთ. მანამდე, სავალდებულო აკრედიტაციის ბოლო ვადა 2025 წლის 1 იანვარი იყო. თუმცა, 2024 წლის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადასტურებლად დამატებითი დრო მიეცემათ. დადგენილების მიხედვით: სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებული არიან, 2025 წლის 1 მაისამდე წარადგინონ საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიები, ვალდებულნი არიან 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარადგინონ საერთაშორისო აკრედიტაციის ან ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროგრამის დატოვება მოუწევთ. საერთაშორისო აკრედიტაცია ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვისაც სავალდებულო გახდება, რაც ISO15189 სტანდარტის შესაბამისობის მოპოვებას გულისხმობს. სამინისტროს განცხადებით, ეს ცვლილებები მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
Tinder Swindler-ის გმირმა საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა
საია: 4 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური კრიზისის, არასაკმარისი დებატების პირობებში ჩატარდა
სუს-მა ხაბეიშვილს მისთვის დაწესებული შეზღუდვები 2 თვით გაუგრძელა
პროკურატურამ ნარკოტიკების 50 რეალიზატორს ბრალი წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
TXN Energy (ყოფილი “ფრონტერა”) ლობირებს აშშ-ში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებას.
სამართალი ოცნებისეულად - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს
ომი უკრაინაშირუსული დრონითა და სარაკეტო იერიში კიევზე: 1 გარდაცვლილი და 24 დაჭრილი
უკრაინამ ოფიციალურად შეაჩერა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)