11:15 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 21:27:56, 661 ნახვა

პოლიტიკა
43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი მთავრობებს მოუწოდებს, მოითხოვონ საქართველოში სამართლიანი არჩევნები

აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომელსაც 43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი აწერს ხელს. 

ისინი მოუწოდებენ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მსოფლიოში, თავი შეიკავონ "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმთან" მაღალი დონის შეხვედრებისგან მანამ, სანამ იგი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება.

"ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და არ აღიარონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

ჩვენ მოვუწოდებთ გაატარონ საერთო პოლიტიკა, რათა არ გაიმართოს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ, დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება ისეთ ახალ არჩევნებს, რომელიც სათანადო დაკვირვების ქვეშ ჩატარდება. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთო სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმის, "ქართული ოცნების" ლიდერებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს", - წერია საერთო განცხადებაში.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა იგნორირება ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების "ლეგიტიმური შეშფოთებისა", რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა, "დანიშნა ერთპარტიული პარლამენტი და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი".

"მათ სისასტიკით უპასუხეს ასიათასობით მომიტინგის საპროტესტო აქციებს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics