22:57 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 15:50:34, 481 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10 იანვარს დაიწყებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის შესარჩევი კანდიდატის კონკურსისთვის განაცხადების მიღებას. კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს გამოსცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.

განაცხადის შეტანა 2025 წლის 31 იანვრამდეა შესაძლებელი. მეორე ეტაპი განაცხადების გადარჩევაა, შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს შესთავაზებს, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გამო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება ხალხმრავალი აქციები.

უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა, უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics