18:02 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 15:14:40, 1298 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ფხალაძე: „ოცნების“ განცხადებით ყველა გვებრძვის, გარდა „ერთმორწმუნე“ ოკუპანტისა

საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი პარტია თავის განცხადებაში ყველას ბრალს სდებს, გარდა რუსეთისა.

„ოცნების განცხადების შესაბამისად:

    1.    გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, „ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა!

    2.    „დიფ სთეითს“ და გლობალურ ომის პარტიას დაუმორჩილებიათ ამერიკაც და ევროკავშირიც. თურმე მთელი მსოფლიო მათ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ აი, „ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ! 9,5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით და 25 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ამ „დიფ სთეითის“ ქვეყნებიდან გვმართებს) სულ კუდით ქვა ასროლინეს თურმე მსოფლიოს ამრევებს!

    3.    როგორც ჩანს, მასონები საბოლოოდ დავამარცხეთ. მათზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი,“ - წერს ფხალაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადება წინააღმდეგობრივია და ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ ანტიქართული განცხადებების ავტორები „დიფ სთეითის“ ქსელის წევრები არიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯიან, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს“.

ასევე, მმართველი პარტია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ ე.წ. „მეგობარ აქტს“ აკრიტიკებს და მას „მტრულ აქტს“ უწოდებს.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, თუ „დიფ სთეითის“ გავლენა ამერიკასა და ევროპაში მოიხსნება, ეს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობების თვისებრივ გადატვირთვას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics