06:27 - 08 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 20:14:20, 313 ნახვა

სამართალი
მესტიაში ტურისტებზე თავდამსხმელი 2 პირი დააკავეს:

მესტიაში ტურისტებზე თავდამსხმელი 2 პირი დააკავეს: - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.

დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალითეტში, ასევე, სამაგერელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტოარიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულები ორივე პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტირიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში,




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კურსკის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება, უკრაინა და რუსეთი ახალ შეტევებზე საუბრობენ
ტრამპი აპირებს დააწესოს ტარიფები კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე, პანამის არხს კი აშშ-ს კონტროლის ქვეშ დააბრუნებს
დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
ამერიკამ ორბანის მარჯვენა ხელს - ინტალ როგანს - მაგნიტსკის სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics