2024-12-30 10:19:33, 293 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს
აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს - აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უვიზოდ მყოფი რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში ქვეყანაში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე. ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29 გადარჩა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, საგარეო სამინისტრო - შოკირებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო, მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს - დიპლომატი
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - რასა იუკნევიჩიანე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ იქცა მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად და ურყევ ინსტიტუტად
2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
ომი უკრაინაშიმოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს
ომის დასრულება თუ გაგრძელება - რა ელოდება უკრაინას 2025 წელს
ვიდეო/LIVE მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
|