|
2024-12-27 11:24:31, 270 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებიდან
არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნებიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გაუგებარია, როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა. „ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს, რომ მათ აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც, ისევე, როგორც დანარჩენ 750 000 ამომრჩეველს, სურდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა ამ იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნებიდან, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი", - განაცხადა პრემიერმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)