23:29 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 19:22:52, 455 ნახვა

საზოგადოება
უფლებადამცველის ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც კოჟორიძე აღნიშნა, ვეფხია კასრაძემ მას განუცხადა, რომ თავს ტყვედ მიიჩნევს.

"შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს.

ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ "დაორგანიზებულ" ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!

პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს??? ან როგორ უნდა გაანადგუროს?

მიიმალებაო... კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ. მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო - 30 წელია მტრის ტყვიას და ტანკს არ დამალვია!!!
ფსიქოლოგიურად მხნედ არის, მაგრამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. თავად ამაზე ლაპარაკი არ უნდა, არც პროცესზე უთქვამს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან, აქვს სიმსივნე. 

ხოდა, არ შეიძლება ეს კაცი ციხეში იჯდეს! თავისუფლება მას და ყველა უკანონო პატიმარს!", - წერს კოჟორიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics