|
2016-03-01 15:55:34, 496 ნახვა
საზოგადოება
როინ კენჭოშვილი: ყოველთვის ვიყენებდი გენერიკებს და ჯერჯერობით, უკმაყოფილო არც მე ვარ და არც ჩემი პაციენტები
ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები შეაფასა კლინიკა ,,ჯანმრთელობის’’ პედიატრმა როინ კენჭოშვილმა. მან ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე: „ზოგადად, მომწონს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხი არის კმაყოფილი. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული პროცესია. ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ ექიმის კონსულტაცია. გარდა ამისა, ოჯახის ექიმი დაეხმარება მათ, საჭიროების შემთხვევაში,მოხვდნენ იმ სპეციალისტთან, ვისი კონსულტაციაც აუცილებელია. რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა ხალხისთვის. პაციენტები კმაყოფილები არიან. მათ შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ გარკვეული ტიპის ქირურგიული ოპერაციები. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია’’. როინ კენჭოშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომელიც მის რაიონშია, და არა მხოლოდ მის რაიონში.საქმე ეხება მცირე კლინიკების გაფართოების შესაძლებლობებს: ,,მიუხედავად რეფორმების წარმატებისა, მინდა დავაფიქსირო ჩემი პირადი მოსაზრება და უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონებს აწუხებს კლინიკების სიმცირის პრობლემა. მე პირადად, ჭიათურის კლინიკაში ვმუშაობ და ჩვენი საავადმყოფო არის ძალიან პატარა, დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც პაციენტებისთვის, ისე - ჩვენთვის. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მიხედოს და დაეხმაროს მსგავსი ტიპის კლინიკებს, რათა მოსახლეობამ სრულყოფილად შეძლოს სათანადო მომსახურების მიღება’’. მედიკოსმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები გამოხატავენ უკმაყოფილებას პრეპარატების გაძვირების გამო: ,,მედიკამენტების ფასები ძალიან გაიზარდა. პირადად მე, არ მაქვს შეხება წამლებთან, მაგრამ პაციენტების უკმაყოფილება პიკს აღწევს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სრულად შეიძინონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ეს ძალიან ცუდია, თუმცა სიტუაციის გამოსწორების იმედი მაქვს. ბაზარზე მომრავლდა გენერიკ-მედიკამენტები, მათ შორის, ინდური. მე პირადად, ყოველთვის ვიყენებდი გენერიკებს და ჯერჯერობით, უკმაყოფილო არც მე ვარ და არც ჩემი პაციენტები. მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან იყოს სათანადო კონტროლი, რათა არ მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და უხარისხო მედიკამენტების შემოდინება ფარმაცევტულ ბაზრებზე,“ - განაცხადა როინ კენჭოშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)