01:40 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 16:50:50, 3105 ნახვა

საზოგადოება
მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

მანამდე, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

მოქალაქეებს ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი ჰქონდათ.

აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას მედიის იმ წარმომადგენლებს უცხადებენ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ 7 დეკემბერს, TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics