2024-12-07 01:30:50, 339 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედანზეც განლაგდა - მომიტინგეები ალყაში არიან მოქცეული
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია - სპეცრაზმმა ათიათასობით ადამიანი ალყაში მოაქცია. საპოლიციო ძალებმა მოქალაქეების დაშლა ჭიჭინაძის ქუჩიდან დაიწყეს, რასაც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმის გადადგილება მოჰყვა. აღნიშნულს პარლამენტის ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მოჰყვა. ამჟამად მოქალაქეები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტისა“ და რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიებზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედანთანაც განლაგდა და მოქალაქეებს გასასვლელი სივრცე მხოლოდ რუსთაველის თეატრისკენ აქვთ გათავისუფლებული. მიმდინარეობს მომიტინგეების დაკავება. შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. 5 დეკემბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. დღეს დააკავეს ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანი, 14 წლის ბიჭიც. 4 დეკემბრის მონაცემებით, 3-4 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. 5 აქციის მონაწილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. დაშავებულია მედიის 50 წარმომადგენელზე მეტი. 1-ელი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. 1-2 დეკემბრის მდგომარეობით, დღე-ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი შეიყვანეს. 29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება. ავტორი: ექსპრესნიუსი, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
გახარია საქართველოსთვის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ - შერატონი არ არის უსაფრთხო
დონალდ ტრამპი - თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, რუსეთს მძიმე სანქციები და მაღალი ტარიფები დაეკისრება
მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაცია 8 თვის განმავლობაში შეიძლება დაეცეს
|
რედაქტორის რჩევით
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
დონალდ ტრამპი: მეორედ თეთრ სახლში - რა შეიცვლება წინა პრეზიდენტობისგან განსხვავებით
ომი უკრაინაშიდონალდ ტრამპი - თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, რუსეთს მძიმე სანქციები და მაღალი ტარიფები დაეკისრება
მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაცია 8 თვის განმავლობაში შეიძლება დაეცეს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|