11:21 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 12:24:11, 494 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილე - თავისთვის სამშვიდობო ადგილას რომ გამიყვანეს, ვიღაცას ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში

თავისთვის სამშვიდობო ადგილას რომ გამიყვანეს, ვიღაცას ბეისბოლის თამაში მოუნდა  და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში,- ამის შესახებ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ავთანდილ კიკვინიძე  „TV პირველთან“ აცხადებს.

კიკვინიძის თქმით, ითხოვდა ექიმსა და ადვოკატს, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

„უკვე რომ გაგვაცილეს პარლამენტს, მაგ დროს რობოკოპს, ალბათ, ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში. მერე მიმიყვანეს უკვე მარშუტკასთან. მანამდე რამდენჯერმე ჩამარტყეს, მაგრამ ეგ აღარ მიგვრძნია, ეს ისე მომხვდა. წინდა მომაწოდეს სისხლის მოსაწმენდად, გამდიოდა თქრიალით.

ერთი ზარიც ვითხოვე, ექიმიც და ადვოკატიც. არაფერი შემისრულეს, მითხრეს, რომ ეგ ყველაფერი იქნება წინასწარი დაკავების იზოლატორში. იქ რომ მივედით 3 საათზე, იზოლატორის თანამშრომლები გაშტერებულები მიყურებდნენ, აქ საიდან უნდა დაგარეკინოთ. მოხურეს კარი იზოლატორში და ჩამკეტეს და ძალით გადაგიღებთ ახლა ფოტოსო. „ახლაო, დაგაბამთ ბორკილებით, დაგაგდებთ და ეგრე ეგდები 2 დღეო“. მერე შეხედეს ერთმანეთს და „ახლა ჩვენ რაც ვიცით, ის გავაკეთეთო“ და წამოდიო ექიმის ოთახში.  „გაიხადე“ - ვითომ უნდა შემშინებოდა; გავიხადე. ჩაჯექიო - ჩავჯექი; ადექიო - ავდექი; ჩაიცვიო - ჩავიცვი და 7 საათი ვიჯექი, დახლოებით, სასამართლოს სარდაფში. გვერდზე პოლიციელები ჩურჩულებენ, რომ მოიცა, ჯერ ავიყვანოთო იქო და მერე გამოვუძახოთ სასწრაფოსო და ამიტანეს იქ და შევედი თუა არ, თავბრუ დამეხვა ისე, რომ ვეღარ დავჯექი ნორმალურად. იქ გამოიძახეს სასწრაფო“, - ამბობს კიკვინიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics