17:44 - 26 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 16:22:58, 314 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები არიან - მოხსენით მოძალადეებს ნიღბები

ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული.

პარტიის ლიდერი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ „მოძალადეებს ნიღბები მოხსნას“.

„არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა. 

ჩვენდა საუბედუროდ, ნიღბის უკან დამალული ადამიანები მეხუთე ღამეა, თბილისის ქუჩებში ძლადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ამას აკეთებენ განსაკუთრებული სისასტიკით, უკანონოდ დაკავების შემდეგ უსწორდებიან მათ ფიზიკურად. ძირითადად დაზიანებებს აყენებენ სახისა და თავის არეში, შემდგომ დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგს ადგილზე ტოვებენ, ზოგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავთ, ზოგი გადაყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

ეს მძიმე დანაშაული, რომელსაც დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სჩადიან, რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს.

ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორი წინასწარი დაკავების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს. არიან ახალგაზრდები, დაზარალებულები, რომელთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ არ ვიცით რამდენია ეს ადამიანი, სად იმყოფებიან ისინი დღეს და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ. 

მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ღამით, მაშინ, როცა განსაკუთრებულ დაცვას უნდა უწევდნენ შინაგან საქმეთა დამინისტროს წარმომადგენლები.

მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს. 

მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოსდაბოლოს, ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების  მათი რაოდენობის და ადგლსამყოფელის შესახებ მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია და ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია სად არიან ეს ადამიანები, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ მათ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ. 

ის რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს
მერია - ისნის რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
გახარია - პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, შენობა - ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics