12:59 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 15:36:39, 618 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციომ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ პრეზიდენტის და 30 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია განჩინებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

როგორც განჩინებაშია აღნიშნული, ის საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

„არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“)“- აღნიშნულია განჩინებაში.

განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას შეეხება.

ასევე განჩინებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics