17:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 12:47:28, 372 ნახვა

საზოგადოება
ჩუბინაშვილის ცენტრი - ყველა მოქალაქის ვალია, ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს წინ აღუდგეს

ყველა მოქალაქის ვალია, ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს წინ აღუდგეს,- ამის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანები ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად მტკიცედ უნდა დადგნენ.

„ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ისტორიულ მისწრაფებებს.

28 ნოემბრის განცხადებას 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის შესახებ მომდევნო დღეებში მოჰყვა ათიათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც პოლიცია ძალის გადამეტებით არბევს. ფიზიკურად უსწორდებიან პროტესტის ათეულობით მონაწილეს.

შექმნილ ვითარებაში საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს და მტკიცედ დადგეს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics