20:16 - 26 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 21:21:00, 286 ნახვა

პოლიტიკა
სპეცრაზმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამ დროს პარლამენტის კიბეებთან ათეულობით ადამიანი იყო.

პოლიციის  ქმედებას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ "საქართველო, საქართველო". 

აღსანიშნავია, რომ წყლის ჭავლი იყო გამოყენებული პარლამენტის შენობიდან. ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ვითარება იძაბება.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - პრეზიდენტ ტრამპისგან ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდეს პასუხს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა
ესტონეთსა და ფინეთს შორის სამი საკომუნიკაციო კაბელი დაზიანებულია
დადასტურებით: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს
შსს - მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics