19:54 - 26 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 20:40:15, 298 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირის მიმდებარედ სპეცრაზმი განლაგდა

საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩაზეც განლაგდნენ. ასევე განთავსდნენ ჩიტაძის ქუჩაზეცამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

რობოკოპები განთავსებული არიან განთავსებული საქართველოს პარლამენტის აივნებზეც, რაც აქამდე არ ყოფილა. სპეცრაზმი ასევე განთავსებულა თავისუფლების მოედანზე. სპეცტექნიკა და ავტობუსები თავისუფლების მოედანზე და პუშკინის ქუჩაზეც დგას.

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა.. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ხალხის სიმრავლის გამო უკვე გადაიკეტა. 

ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - პრეზიდენტ ტრამპისგან ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდეს პასუხს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა
ესტონეთსა და ფინეთს შორის სამი საკომუნიკაციო კაბელი დაზიანებულია
დადასტურებით: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს
შსს - მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics