|
2024-12-01 03:59:35, 406 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე - რეჟიმმა პირისპირ დაგვტოვა ოკუპანტ რუსეთთან
“ეს არ არის მხოლოდ ივანიშვილის და მისი ჩინოვნიკების ბრალი, ეს არის მათ შორის იმ დიპლომატების ბრალეულობაც, რომლებიც დღეს არია ჩუმად და ეგუებიან კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელსაც ახდენს რეჟიმი.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მეთიუ მილერის განცხადებაზე “ოლიგარქის გარდა ეს არის თითოეული დიპლომატის ბრალი, რომელიც დღეს არის ჩუმად და ემსახურება რუსულ რეჟიმს, რომელიც ართმევს ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ ევროატლანტიკურ მომავალს, არამედ ართმევს სახელმწიფოებრიობას, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი გაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში და ეს თვითგამოცხადებული რეჟიმო ღიად აცხადებს, რომ მათ ჩაუკეტეს გზა ქვეყანას ევროპისკენ, დიახ, ეს არია სწორედ კონსტიტუციური გადატრიალება. მეთიუ მილერი როდესაც ამბობს, რომ დასრულებულია სტრატეგიულო პარტნიორობა, ეს ნიშნავს თავდაცვის სფეროში ყოველგვარი დახმარების შეჩერებას, ეკონომიკური დახმარების შეჩერებას, პოლიტიკური დიალოგების შეჩერება. ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რეჟიმმა პირისპირ დაგვტოვა ოკუპანტ რუსეთთან და ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორობა რომელიც დაგვრჩება, იქნება ჩინეთთან, რაც რეალურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გაქრობას როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფო, ამიტომ ნამვდილად ეს ოლიგარქის და მისი თვითგამოცხადებჰლი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა მხოლოდ აღარ არის, მათ შორის თითოეული დიპლომატის პასუხისმგებლობაა. მეც ვმუშაობდი დიპლომატიურ კორპუსში, ეს იყო ჩემთვის საამაყო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როგორ გავაგრძელებდი იმ რეჟიმში მუშაობას, როდესაც ადგილი აქვს კონსტიტუციურ გადატრიალებას. იმედი მაქვს იმ გამბედავი დიპლომატების მსგავსად, რომლებმაც უკვე გააკეთეს განცხადება და დატოვეს თანამდებობები და დღეს მე რამდენიმე უკვე შემხვდა აქციაზე, იმედი მაქვს ბევრი მათ მიბაძავს და შეუერთდება.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)