2024-11-30 17:03:17, 304 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს
„არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ მომიტინგეებს, დასდევდნენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
რედაქტორის რჩევით
აშშ-ს ბანკები საქართველოში ფულის გადმორიცხვისგან თავს იკავებენ, ამერიკულ კომპანიებს მუშაობა უჭირთ
საქართველოს მთავრობა 2027 წლამდე მოსახლეობის შემცირებას მოელის
ომი უკრაინაშიზელენსკი: აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის არ შეუწყვიტავს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
აშშ-ს ბანკები საქართველოში ფულის გადმორიცხვისგან თავს იკავებენ, ამერიკულ კომპანიებს მუშაობა უჭირთ
დღის თემა
|