|
2024-11-29 22:57:37, 428 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს, ისმის გამაფრთხილებელი მოწოდება წესრიგის დამყარებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ. მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. მანამდე, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს რამდენჯერმე კვერცხები ესროლეს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინ, 28 ნოემბერსაც გაიმართა. მოქალაქეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)