04:35 - 29 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 01:49:15, 265 ნახვა

საზოგადოება
შსს - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს გასცდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქციაზე დაშავდა 3 თანამშრომელი, მათგან 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 3-მა თანამშრომელმა. აქედან 2 სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს“,- ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართ არაპროპორციულ ძალას იყენებენ
„პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს
სახალხო დამცველი - აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით შეკრების თავისუფლება დაირღვა
საია - მოვუწოდებთ შსს-ს, გაასაჯაროოს, რა საშუალებებს იყენებს - პროტესტის დარბევა, უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics