2024-11-22 21:23:20, 276 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუს დაკავების ორდერზე მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მკაცრად დაგმო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. სახელმწიფო რადიოში საუბრისას მან პირობა დადო, რომ მოიწვევდა ნეთანიაჰუს უნგრეთში, ხოლო ბუდაპეშტი უგულებელყოფდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მან ICC-ის გადაწყვეტილებას უწოდა "ცინიკური" და "მცდარი" და დაადანაშაულა სასამართლო "მიმდინარე კონფლიქტში ჩარევაში" პოლიტიკური მიზეზების გამო. ICC-ის გადაწყვეტილებას საჯაროდ არ დაეთანხმნენ ასევე შეერთებული შტატების და არგენტინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ხავიერ მაილი. პირველმა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემას ჰამასის ლიდერებთან ერთად "აღმაშფოთებელი" უწოდა, ხოლო მეორემ სასამართლო დაადანაშაულა ისრაელის უფლების უგულებელყოფაში, დაიცვას თავი ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებისგან. ამავდროულად, ევროპული სახელმწიფოს რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში დაეპატიმრებინა ნეთანიაჰუ. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმოქმედებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ანალოგიური პოზიცია დაიკავა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ. სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ბელგიის, შვედეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბენჯამინ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტის დაკავება ICC ორდერებით სავალდებულო გადაწყვეტილებაა. "ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის სასამართლო, კანონიერი გადაწყვეტილება ICC. და სასამართლოს გადაწყვეტილება პატივი უნდა სცეს და შესრულდეს", - განაცხადა მან. გერმანიის მთავრობას ძნელად წარმოუდგენია სიტუაცია, როდესაც ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყანაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე დააპატიმრებენ. - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა . გარდა ამისა, ჰებესტრეიტმა განმარტა, რომ ნეთანიაჰუს დაკავების საკითხი მხოლოდ გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში დადგება. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინი „სწავლობს, თუ რას ნიშნავს ეს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გერმანიისთვის“. ავტორი: ექსპრესნიუსი, პუტინი - რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ოერშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს
ზურაბიშვილი - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია
პრეზიდენტი - დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში
აშშ-ს დაზვერვა პუტინის მიერ სანქცირებული მკვლელობების ფარულ ანგარიშს აქვეყნებს
|
ომი უკრაინაშიბერბოკი - პუტინმა უკრაინაში რაკეტები, იმ მიზნით გამოიყენა, რომ ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინოს
აშშ და ევროპა განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პაპუაშვილი - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება - სხდომა 12:00 საათზე დაიწყება
მთავარი თემა
|