2024-11-22 14:57:12, 233 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ოთხმხრივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა. მხარეებმა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი არამხოლოდ ოთხი ქვეყნის, არამედ უფრო ფართო მასშტაბის თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის აქვთ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნებს შორის, მათ შორის, თურქეთთან სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება. მისი თქმით, საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებს, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროკავშირთან. მინისტრის შეფასებით, ეს თანამშრომლობა აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს მონაწილე ქვეყნებს შორის. რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებთან ერთად ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არპარსლან ბაირახტარმა. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მისწრაფებას შუა დერეფნის, სამხრეთ გაზის დერეფნის რეალიზაციის კუთხით და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის გადაცემის, მწვანე წყალბადის პროექტების განვითარების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლითაც საქართველო დაუკავშირდება ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს. მინისტრების შეფასებით, ეს კავშირი გააძლიერებს განახლებადი ენერგიების წარმოებას, სატრანზიტო შესაძლებლობებს და ვაჭრობას ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეშვეობით საქართველო შესაძლებლობებს აძლევს თურქეთს და რეგიონის ქვეყნებს, ექსპორტზე გაიტანონ ელექტროენერგია ევროკავშირში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ნეთანიაჰუს დაკავების ორდერზე მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან
ომბუდსმენის აპარატი - ინფორმაცია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა
ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
მერია - საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
ომი უკრაინაშიაშშ და ევროპა განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას
უმეროვი - უკრაინის მთავრობა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პაპუაშვილი - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება - სხდომა 12:00 საათზე დაიწყება
მთავარი თემა
|