14:57 - 26 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 10:19:00, 328 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 728 300-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 728 300-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 22 ნოემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 728 300;
  • ​ტანკი - 9 399;
  • ჯავშანტექნიკა - 19 156;
  • საარტილერიო სისტემა - 20 736;
  • სარაკეტო სისტემა - 1 254;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 1 004;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 329;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 19 260;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 764; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 29 777;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 675.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი - გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ ასობით რუსული თავდასხმა გადაიტანა
ლევან იოსელიანი - თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია
ხალხი ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს
დონალდ ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდებასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics