|
2024-11-20 11:09:05, 346 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ბაქოში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის მხარდაჭერა” სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მაღალტექნოლოგიური აგროსასურსათო სისტემების დანერგვის მნიშვნელობაზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ღონისძიებების ეფექტიან მართვაში მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები აქტიურად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა მწვანე ტექნოლოგიის დანერგვას და გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სახელმწიფო პროგრამა „ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა“, რომელიც ხელს უწყობს ფერმერების ცოდნისა და უნარების განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სარწყავი სისტემების გაძლიერება და წყლის მდგრადი გამოყენების ხელშეწყობაა, რაც აუცილებელია როგორც კლიმატის მდგრადობისთვის, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდისთვის. ამ მიზნით, სახელმწიფოს ძალისხმევით, ბოლო 2 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსური რესურსების მობილიზება მოხდა, 300 მილიონი დოლარის ოდენობით, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რათა მომდევნო წლებში ქვეყანამ თანამედროვე სარწყავი სისტემები განავითაროს.
აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში გამართულ „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის მხარდაჭერის” კონფერენციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა. კონფერენცია სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)