|
2024-11-18 22:47:53, 734 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს, ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ
საქართველოში მისიას გავგზავნით და განვიხილავთ საარჩევნო დარღვევებს. არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს და საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას გადამწყვეტი ცვლილებებისკენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს, ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ. "საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესმა გასულ თვეში დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. ქართული ოცნების ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს, ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ. ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე, თუმცა ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით და განვიხილავთ [საარჩევნო] დარღვევებს. არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს და საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას გადამწყვეტი ცვლილებებისკენ ჩვენ მოვიწვევთ ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ წარუდგინოს წევრ სახელმწიფოებს თავისი შეფასებები საარჩევნო დარღვევების შესახებ, რათა წევრმა სახელმწიფოებმა მოისმინონ რას ვგულისხმობთ, როდესაც საარჩევნო დარღვევებზე ვსაუბრობთ. ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო რაც ვუთხარი ერთი წლის წინ საქართველოში ბოლო ვიზიტისას: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და საბაზისო პრინციპებს, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩენები, ევროკავშირში ინტეგრაციისგან აშორებს". - თქვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)