02:43 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 21:37:10, 1010 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს

":უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება" -  ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„როცა არჩევნები არ შედგა აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადაში გამეორდეს არჩევნები. ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არა აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას: ერთი, საერთაშორისო გამოძიება. ეს საჭირო არის იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის ხარვეზები რაც სისტემური იყო და არსებობდა ამ არჩევნების დროს. აღნიშნული ხარვეზები არის გამოსასწორებელი თუ გვინდა რომ მივიღოთ, ახალი სამართლიანი თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები.

 უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, იმ მიმართულებით და იმგზავნილებით რაც, თავის დროზე ეუთო/ოდირის მიერ იყო მოწოდებული. მაგრამ კიდევ დამატებით, უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა მეორე პუნქტი პირველი არის ახალი არჩევნები როგორც კი ჩვენ დავკმაყოფილდებით ინიცი რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრა ცია პროცედურები იქნება საკმაოდ გამართული.

 მეორე პუნქტი,  ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება რამდენადაც არ შედგა არჩევნები. ამ მოცემულობიდან გამომდინარე არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს. არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტი. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით. ეს უნდა მოხდეს იმის გამო, რომ გარდამავალი პერიოდი რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური.

 პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მისი პროტესტი და მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს რომლებიც არიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა მივესალმო, პირველ რიგში იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანაში ისინი არიან პროგრესის ძალა, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა თავის მომავლისკენ. პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება. მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მწიფე პროტესტი არის აუცილებელი.

 მე შევხვდი პოლიტიკური პარტიებს  და კიდევ ვაგრძელებ კონსულტაციებს, რათა გავაგებინო რომ ამ გეგმაში მათი მონაწილეობა არის აუცილებელი. მგონი რომ ეს კარგად ესმით. საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის რომ ვეძიოთ რაღაცა გზა რათა ქვეყანაში გადაწყდეს კრიზისი.  არცერთ საერთაშორისო მეგობარს აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს ამდენად ასეთი გეგმა მათთვისაც მისაღებია.

ბოლოს „ქართული ოცნებას“  ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ. იყოს 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძესაც ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics