17:49 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 19:59:24, 473 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო უწყება - უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გადაფასდეს.

განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში.

"რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე დაადასტურეს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მოხდა დარღვევები. ჩვენ მოვუწოდებთ სრული და გამჭვირვალე გამოძიებას ყველა საჩივარსა და ბრალდებაზე. ასევე უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში." - წერია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვამდე გასაჯაროვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქართველი ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი წერილი.

ამ წერილით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას:

ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამო კანონების მიღებისა და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
აქტივისტი გიორგი კირვალიძე 7 დღიანი პატიმრობის მერე იზოლატორთან ხელახლა დააკავეს
„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics