2024-11-18 14:56:41, 290 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ფარული მიყურადების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, თბილისში 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა. „გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიოჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე მეხსიერების ბარათზე ინახავდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 1990 წელს დაბადებული დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარა. კერძოდ, ამოღებული იქნა ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მათში არსებული მეხსიერების ბარათები. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ფარული აპარატურის მიერ ჩაწერილი აუდიო და ვიდეომასალა იქნა ნანახი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა განიხილოს
საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს - ნაკრების სპონსორი „საქართველოს ბანკია“
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა
ასლან ბჟანია - ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის
|
ომი უკრაინაშიზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა განიხილოს
საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
დღის თემა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|