06:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 11:28:51, 368 ნახვა

რუსეთში, იჟევსკში უკრაინული დრონი თავს დაესხა ქარხანას, სადაც დრონებს აწარმოებენ - ვიდეო

იჟევსკში, ქარხნის სახელოსნოში დილით ადრე, აფეთქება მოხდა, იტყობინება უდმურტიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბრეჩალოვმა თავის Telegram არხზე. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) ჩამოვარდნა გახდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

ბრეჩალოვმა განმარტა, რომ დაზარალებული საშუალო სიმძიმის მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უდმურტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა თავის არეში დაზიანება მიიღო. თავად საწარმოში ჩამტვრეულია მინები, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ ყოფილა“, - დასძინა რეგიონის ხელმძღვანელმა. პერსონალი ევაკუირებულია, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კუპოლის ელექტრომექანიკური ქარხანა მდებარეობს ბრეჩალოვის მიერ მითითებულ მისამართზე. როგორც კომპანიის ვებსაიტზე არსებული მონაცემებიდან ჩანს, ის დაარსდა 1957 წელს თავდაცვის სამინისტროს ბრძანებების შესასრულებლად. კუპოლი აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, აგრეთვე სამრეწველო სამაცივრო აღჭურვილობას და აღჭურვილობას ატომური ელექტროსადგურებისთვის.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics