|
2024-11-13 16:27:18, 421 ნახვა
სამართალი
აპარატი - ომბუდსმენის კონსტიტუციური სარჩელი, ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებაზე, საკონსტიტუციომ არსებითად განსახილველად მიიღო
ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას. „2024 წლის 24 ოქტომბრის N2/15/1802 საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ აბორტის უფლებით სარგებლობის შეზღუდვას. სადავო კანონმდებლობა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს, რომლითაც დადგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - გაუპატიურება. საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით საგამონაკლისოდ განსაზღვრულ 22-კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, საგამონაკლისო წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით. კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება, იყოს უკანონო აბორტების შემცირება და შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას“,- აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)