10:25 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 11:57:59, 423 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

შპს "თბილსერვის ჯგუფს" გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"გვაქვს  გარკვეული საკადრო ცვლილება. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პაპავა პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში,  თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე იკავებდა შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ., სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ის არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი. ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და მისი საქმიანობა იქნება წარმატებული",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, "თბილსერვის ჯგუფის" გამართული მუშაობა ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა. იგი ბიზნეს ტექნოლოგიების მაგისტრია. აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ამ თანამდებობას. მინდა, გულწრფელად გისურვოთ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახურის სწორად და გამართულად მუშაობა",- განაცხადა დედაქალაქის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics