10:45 - 14 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 10:21:18, 295 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 714 380-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 714 380-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 13 ნოემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 714 380;
  • ​ტანკი - 9 300;
  • ჯავშანტექნიკა - 18 896;
  • საარტილერიო სისტემა - 20 408;
  • სარაკეტო სისტემა - 1 249;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 996;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 329;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 18 798;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 636; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 28 966;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 629.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან აფეთქების შემდეგ სასამართლოდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
Reuters - ჯოზეფ ბორელი EU-ს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს
ბაიდენი ტრამპს: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ს ინტერესებში შედის
ამსტერდამი: დააკავეს დაახლოებით 300 პროპალესტინელი დემონსტრანტი

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ახლა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics