18:47 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 17:27:58, 739 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონი - უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს უკრაინის გარეშე, ისევე, როგორც ევროპაზე - ევროპის გარეშე

უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს, ისევე, როგორც ევროპაზე ევროპის გარეშე,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს. 

"ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საჭიროა ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი. გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ ნატომ და მოკავშირეებმა უკრაინას გაუწიონ ყველა საჭირო მხარდაჭერა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ეს არის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებისკენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება, მიიღებოდეს უკრაინაზე უკრაინის გარეშე და ევროპაზე - ევროპელების გარეშე",- განაცხადა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics