|
2024-11-12 12:45:20, 427 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გუშინ ვიხილეთ არეულობისკენ მოწოდება, განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი
გუშინ, ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, „ეს ყველაფერი ევროპის სახელით“ ხდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ევროპელ ლიდერებს შეხვედრაზე უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. გუშინვე, დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)