06:32 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 11:18:03, 395 ნახვა

პოლიტიკა
ასლან ბჟანიამ „უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“ გამართა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ბჟანიამ „სხდომის“ მოწვევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას, “ოპოზიციის წევრების“ მიერ გუმისთის ხიდის გადაკეტვა მოჰყვა.

„რესპუბლიკური გზის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა“,- აცხადებენ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, დიმიტრი კუჭუბერიამ მომხდარს „მასობრივი არეულობა“ უწოდა.

ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას განცხადებით, 10 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, შენობის ეზოში 5-მა მოქალაქემ ჩაიდინა უკანონო ქმედება „დეპუტატის“ მიმართ, რის შემდეგაც ეს პირები დააკავეს.

„მოგვიანებით, დაკავებულთა ახლობლებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა სცადეს ძალადობრივი შეღწევა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაც სამართალდამცავებმა შეაჩერეს“,- განაცხადა აგრბამ.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, პარალელურად, ე.წ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დაკავება უკანონოდ მოხდა.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული „ოპოზიციის წევრების“ - ომარ სმირის, გარი კოკაისა, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. 

აქციის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი 3 ძირითადი არტერია - გუმისთის, ქვედა გუმისთისა და კოდორის ხიდებიც გადაკეტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics