06:33 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 22:17:07, 502 ნახვა

პოლიტიკა
მიხალ კამინსკი - ყველას ვისაც სურს მოგპაროთ არჩევნები, ვუთხრათ ფრაზა - რუსულო სამხედრო გემო...

ყველას ვისაც სურს მოგპაროთ არჩევნები, ვუთხრათ ფრაზა - რუსულო სამხედრო გემო..." ამის შესახებ, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება - ქვეყნისა ევროპაში, ქვეყნისა, რომელშიც დაისადგურებდა თავისუფლება, სიყვარული - ეს არის ჩემი ქართული ოცნება და თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ. ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ არჩევნები, ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ ხმები, ვისაც სურს მოგპაროთ თავისუფლება - ჩვენ გავუმეოროთ უკრაინელი ჯარისკაცის ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль (რუსულო სამხედრო გემო) ..." ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება ევროპაში. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ მოგპაროთ ხმები, ვერავინ ვერ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას - საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ევროპაში." - განაცხადა პოლონელმა მაღალჩინოსანმა.

მან გაიხსენა, რომ 2008 წლის ომის დროს იგი პარლამენტის წინ იმყოფებოდა პოლონეთის გარდაცვლილ პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან ერთად.

„საქართველო გვიყვარხარ. თბილისო, მე აქ ვიდექი თქვენს ბრწყინვალე პრეზიდენტ სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტ, ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა. საქართველო გადარჩა, საქართველო გადაურჩა რუსეთის აგრესიას. ვერავინ გაბედავს, მოგპაროთ ხმები, ვერავინ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას, საქართველო იქნება თავისუფალი, იქნება ევროპაში. ნება მომეცით, ბოლოში მოგახსენოთ, მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მიხალ კამინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics