19:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 22:12:32, 377 ნახვა

იუკა კოპრა - თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ყველანი ვართ ევროპა,

 თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ყველანი ვართ ევროპა, ისევ და ისევ - არ დანებდეთ ამ გზაზე. - ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ რუსთაველზე აქციის მსვლელობისას განაცხადა.

"გამარჯობა საქართველო! მოგესალმებით ფინეთიდან. დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიას სჭირდება ხალხი. აქ ძალიან ბევრ ხალხს ვხედავ. ეს არ არის ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში. მე პირველად აქ 1978 წელს ვიყავი, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, როცა საბჭოთა მმართველობა იყო. როცა მე და ჩემი ოჯახი ჩამოვედით თბილისში, აქ, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრაციები იყო. ხალხი აპროტესტებდა საბჭოთა ენის კანონს. ქართველებმა შეძლეს, რომ საბჭოთა მთავრობას უკან დაახევინეს, რომ მას თავისი კანონი უკან წაეღო. თქვენ, ქართველებს, საპროტესტო აქციების კარგი ისტორია გაქვთ. თქვენ ყველაფერი გაქვთ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დემოკრატია მოუტანოთ თქვენს ქვეყანას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიისკენ ამ გზაზე, ევროპისკენ ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე. გჯეროდეთ თავისუფალი ევროპის! თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია მოვა საქართველოში" - განაცხადა ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი იუკა კოპრამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics