2024-11-08 17:56:59, 341 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობის, 780 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 70000 მ² მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეფლნენ და გაასხვისეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. "სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ოთხი პირი 6 ნოემბერს დააკავეს. სამ პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, ხოლო 1 პირს სამსახურებრივი სიყალბესა და თაღლითობაში დახმარების ფაქტებზე წარედგინა. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის სამ წევრს ბრალდება წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის ომბუდსმენი კურსკის ოლქში, ალყაში მოხვედრილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ზურაბიშვილი ბორელს - საქართველო თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ ძლიერ აფასებს
მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის ომბუდსმენი კურსკის ოლქში, ალყაში მოხვედრილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას გადაეცემა
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
დღის თემა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|