2024-11-07 12:26:09, 286 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა
"თიბისის" სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს, ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. "თიბისის" სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას "თიბისიში" 2025 წლიდან გაივლიან. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში, "თიბისის გუნდის" წევრები გახდნენ და რეალურ დროსა და სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო პროექტის მართვასა და მათ დამოუკიდებლად განხორციელებაში, ისწავლონ წამყვანი პროფესიონალებისგან და კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯები გადადგან. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ყველა იმ უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში, სამომავლოდ კი, დასაქმებაში დაეხმარებათ, როგორც "თიბისიში", ისე - მათთვის საინტერესო ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში. "თიბისის" სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.
"თიბისის" სტაჟირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ვისაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და გამოირჩევა ცნობისმოყვარეობითა და გაბედულობით. ავტორი: R (რეკლამა), საგარეო სამინისტრო - შოკირებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო, მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს - დიპლომატი
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - რასა იუკნევიჩიანე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ იქცა მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად და ურყევ ინსტიტუტად
2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
ომი უკრაინაშიმოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს
ომის დასრულება თუ გაგრძელება - რა ელოდება უკრაინას 2025 წელს
ვიდეო/LIVE მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
|