|
2024-10-30 19:37:23, 511 ნახვა
პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი - საქართველო შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს
„ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის.“ - ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბარელმა განაცხადა. „საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვებით აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამძიებული გამჭირვალედ და დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას. რომ დამოუკიდებელმა დამკვირებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ითხოვს გამოძიებას რათა ნათელი მოჰფინოს იმას თუ რა მოხდა, რა იყო დარღვევების მაშტაბი და როგორ მოახდინა ამან გავლენა შედეგებზე. ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ კონსოლიდირებულ ტენდენციას. ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში კი სთავაზობს ნათელ გზას კვლავ დაახლოებისთვის. თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება. ეს უნდა იყოს კანონის გაუქმება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ჰქონდა უარყოფითი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, და ასევე ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმება. ეს იქნება პირველი ნაბიჯები, პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მოვლენებს შემდეგ დღეებში, დაველოდოთ გამოძიებას და ვნახავთ, რომ ნათელი მოეფინება იმ შენიშვნებს, რაც სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო დასახელებული", - ამბობს ბორელი.
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)