|
2024-10-27 13:43:23, 331 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა „იმისთვის, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს“. მისი თქმით, გარდა რამდენიმე საარჩევნო უბნისა, არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყვეს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო". რაც შეეხება არჩევნების დღეს. არჩევნების დღემ ჩაიარა თვისებრივად მშვიდ ვითარებაში. 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც შემთხვევით ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი და ერთი და იგივე ზონდერ დაჯგუფება ოპოზიციიდან ერთად ხვდებოდნენ და მაინც და მაინც იქ იწყებოდა ხოლმე არეულობა. როგორც კი ვამხილეთ ეს ფაქტი მაშინვე შეწყდა არეულობები და ბოლო ორი საათი ჩატარდა მშვიდ გარემოში ყველა საარჩევნო უბანზე. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. კიდევ ერთხელ სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ძალიან მძიმე ფაქტი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო მსჯავრდებული უმძიმესი დანაშაულისთვის, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აფეთქების მცდელობისთვის, ერთ-ერთ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცდილობდა ე.წ. მწვანე საზღვრის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოსვლას. მას ემუქრებოდა საქართველოში 18 წლიანი პატიმრობა და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული ამ ადამიანის მხრიდან ასეთ რისკზე წასვლა. მადლობა სამართალდამცავებს იმისათვის, რომ აღკვეთეს საზღვრის უკანონო კვეთა და შესაბამისი პირი დღეს იმყოფება საპატიმროში, დანარჩენს რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს“,- აღნიშნა პრემიერმა. ასევე, ირაკლი კობახიძემ ცესკოს და 3 ათასზე მეტ საარჩევნო კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)