17:45 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 13:17:28, 324 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მთელი რიგი „ენჯეოები“ რადიკალურ პარტიებთან ერთად უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას

ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი ამ არჩევნებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.  

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა "ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით".

"ისინი კიდევ ერთხელ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ ამ არჩევნებს, თუმცა, ახლა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ ალბათ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ვატყუებთ ამომრჩეველს. ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და შედეგიც არის სახეზე. 

რაც შეეხება მათ პოზიციას, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი ენჯეოები პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად ოთხ წელიწადში უკვე მესამედ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics