|
2024-10-25 11:06:54, 413 ნახვა
საზოგადოება
MN ჯგუფი სამაცივრე მეურნეობას აფართოებს - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, "MN ჯგუფი" სამაცივრე მეურნეობას აფართოებს და მშრალ საწყობს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3,2 მილიონი ლარია, რაც სრულად "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. პროექტი "აწარმოე საქართველოს" სუბსიდირების პროგრამითაა თანადაფინანსებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "MN ჯგუფი" თბილისში, ანდრონიკაშვილის ქ. 14, კომპანიის მფლობელობაში არსებულ სამაცივრე მეურნეობის ტერიტორიაზე, მშრალ საწყობს აშენებს. "MN ჯგუფი 2014 წელს დაარსდა და ის ორიენტირებულია საქართველოში გაყინული ხორცის, თევზის, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე, ექსპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე. 2021 წელს "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ავჭალის დასახლებაში სამაცივრე მეურნეობა შევიძინეთ. ამჯერად, გაფართოების მიზნით, "საქართველოს ბანკისა" და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშრალი საწყობის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს დაგვეხმარება, რომ სამომავლოდ მომხმარებლებს ინდივიდუალური მიდგომით სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ, როგორც სასაწყობე და სატრანსპორტო ლოჯისტიკის მომსახურების, ასევე, შეკვეთების ციფრული და ელექტრონული დამუშავების მხრივ“, - განაცხადა ანა დევაძემ, "MN დისტრიბუშენ"-ის დირექტორმა. "საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს პარტნიორ ბიზნესებს ხელი შეუწყოს რათა უფრო მეტად განვითარდნენ, გაფართოვდნენ და გაძლიერდნენ. „MN ჯგუფთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ვხედავთ წლიდან წლამდე როგორ ვითარდება კომპანია. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომელიც სამაცივრე მეურნეობის გაფართოებას, კონკრეტულად კი, მშრალი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მეტი პროდუქტი მიიღოს, შეინახოს და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყოს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებას",- განაცხადა გიორგი წეროძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)