13:13 - 22 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 16:46:26, 351 ნახვა

სამართალი
ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და თელავის რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული 2 წლის ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და გაუპატიურების ფაქტებზე თელავის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება გამამტყუნებლით შეცვალა და მსჯავრდებულ პირს სასჯელი დაუმძიმა.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით და ძალადობითა და ძალადობის მუქარით გააუპატიურა დაზარალებული.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა". 

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით) და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, ნასამართლევი პირის მიერ მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის (273-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული გაამართლა ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, გამოძალვის, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურების ფაქტებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მუქარასა (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტი) და გაუპატიურებაზე (11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტი) და გამამართლებელი გადაწყვეტილება შეცვალა გამამტყუნებლით. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული პირისთვის დანიშნული სასჯელი დაამძიმა და 2 წლის ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა",- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო
კაია კალასი - ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება
ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი