14:22 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 10:39:27, 428 ნახვა

საზოგადოება
ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც “გამჭვირვალობის კანონინის“ საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, საქართველოში შემოშვებაზე უარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს.

“მოგესალმებით, ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს მიუღებელია ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს. ვისაც შეუძლია დახმარება, მომწერეთ“,- წერს ჩეხი ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 2022 წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. ასევე არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც.

2023 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ამავე წლის 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი ანა რივინა არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო, 29 მარტს, რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა, 19 აპრილს, რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი, 10 მაისს, ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი არ შემოუშვეს ქვეყანაში.

2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი, 12 დეკემბერს, რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი, ხოლო 2024 წლის 1-ელ თებერვალს, რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი არ შემოუშვეს. 16 სექტემბერს, საქართველოში ასევე არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა. ასევე 17 სექტემბერს, საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics